იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის რეკომენდაციები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 15 - პუნქტიან პაკეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

“ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთხელ მიიღო რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც შეეხება სასამართლოების საქმიანობას და პრევენციულ ღონისძიებებს. რეკომენდაციების მიხედვით, მიზანშეწონილია, რომ სასამართლო პროცესები კვლავ მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმში წარიმართოს. ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ეს არის დისკომფორტი, როგორც სასამართლოს მომხმარებლებისთვის, ასევე თავად მოხელეებისთვის და მოსამართლეებისთვის, თუმცა, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უმორჩილესად ვთხოვთ ყველას, რომ გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მაქსიმალურად თავი შეიკავონ სასამართლოს შენობებში გამოცხადებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს.

ჩვენ გვაქვს დისტანციურად სარჩელის და განცხადებების წარდგენის სპეციალური პორტალი, რომელიც უფასოდ ემსახურება მოქალაქეებს. ყველას ვთხოვთ, ისარგებლონ ამ სერვისით“ , - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა