ირაკლი ღარიბაშვილი - „მიშისტი“ უკვე სექტანტად გადაიქცა - როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა ამ სულელ მანიაკს დაუჯეროს, ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს

ჭკვიანმა, გონიერმა ადამიანმა, როგორ შეიძლება ამ მართლაც სულელ, მანიაკ ადამიანს დაუჯეროს. ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს - ჩემთვის იგივეა ამ პატარა და გაუგებარი არსების ნათქვამი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი არათუ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, არამედ აქტიურ პოლიტიკაშიც ვერ დარჩება.

„მიშისტი“, მიშას ამომრჩეველი უკვე სექტანტად გადაიქცა. ჩვენ ვუყურებთ, როგორ მცირდება მისი ამომრჩეველთა რაოდენობა და ყალიბდება საშიშ სექტად. ამ სექტის წარმომადგენლები იყვნენ იგივე მელია და სხვები, რომლებიც პარლამენტის აღებას ლამობდნენ.

მიხეილ სააკაშვილი არა თუ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, არამედ ვერ დარჩება აქტიურ პოლიტიკაში. თუ რატომ, ამას ვიხილავთ არჩევნების შემდეგაც. ეს ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა, ზიანი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რომელმაც შეარცხვინა ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი და შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ თაობას, ჩიხში შეიყვანა, ახლო პერსპექტივაში ტერიტორიების დაბრუნების შანსიც კი მოუსპო, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ეს არის უდიდესი სიბრიყვე, ვინმემ, რომელიმე ჭკუათმყოფელმა დაიჯეროს, რომ ეს სულელი კაცი შეძლებს საქართველოში დაბრუნებას. როგორ უნდა დაბრუნდეს? ის არის ძებნილი, გასამართლებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართლმსაჯულების მიერ. რომელ დანაშაულებებში? - გირგვლიანის საქმე, 26 მაისის საქმე, გელაშვილის მკლელობამდე მიყვანა და ა.შ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა