ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია და დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება

ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს და მე მინდა გითხრათ, რომ მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, ქვეყანაში სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ არსებობდა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 8 წლის წინ, დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა. 8 წლის წინ, ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა თითქმის უკვე გაფორმებულ დიქტატურაში. ჩვენს მოსახლეობას, რომ არა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მე მინდა მივმართო ყველას, დავფიქრდეთ, რა პირობებში ვცხოვრობდით მაშინ. ის საქართველო შევცვალეთ და მთავარი გარდამტეხი ცვლილებები მოხდა 2012 წელს. ჩვენს ხალხთან ერთად შეუძლებელი შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს დიქტატურა მოეშორებინა ქვეყნის სათავეებიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი საქართველოს არ ჰყოლია.

„გავიხსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების დემოკრატიულობა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა. შ. დღეს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. მთავარი მიღწევები, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის: პირველი ეს არის ჩვენი მოქალაქეების სრული თავისუფლება, რომელიც იყო სანატრელი 2012 წლამდე. მეორე არის მშვიდობა - მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში და ასევე, სტაბილურობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყანაში არ მომხდარა ომი და არ დაკარგულა ტერიტორიები.

„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციებს. ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო გახვეული ომებში და კონფლიქტებში. შეიძლება სათქმელად მარტივი იყოს რა კარგია მშვიდობა და სტაბილურობა, მაგრამ გადავხედოთ როგორ მოვედით აქამდე და ვინ განაპირობა ეს მშვიდობა და სტაბილურობა. ამას მართავს გონიერი ადამიანი და გონიერი მმართველი. 8 წლიანი პერიოდი, ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ჩვენს ქვეყანას არც ომი ჰქონია, არც ტერიტორიები დაუკარგავს და არანაირი დესტაბილიზაციის ნიშანი არ არსებობს ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ორიენტაციული არჩევნები გვაქვს, ან გაიმარჯვებენ მედასავლეთეები, ან პროჩრდილოელები, ან მედროიფეები
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2020
კარლ ჰარცელი - სოფლად ორჯერ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხი მეტ ყურადღებას საჭიროებს  - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის განვითარებას
"სილქნეტი" მომხმარებელს 29 სექტემბერს მობილურ ქსელში დაფიქსირებული შეფერხების შესახებ ინფორმაციას აწვდის და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის
"სილქნეტი" კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს