გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების განცხადებებზე - ძალიან ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ

ძალიან ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ , - ასე ეხმაურება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების განცხადებებს.

გიგი წერეთლის თქმით, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს ყველა ის წუხილი, რაც არჩევნების წინ აქვთ. წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან.

„ძალიან ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არასწორად, ძალადობა, ამომრჩევლების მოსყიდვა და რამენაირად არჩევნების გაყალბების მცდელობა და მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც დაიდო, უნდა შესრულდეს. მთლიანობაში, ის თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენ ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან“, - განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტრსაც "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში გამართული დებატებზე საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო