სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს - ტოივო კლაარს, ჯიჰან სულთანოღლუს და რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება განიხილეს და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და მის თანმდევ ნეგატიურ შედეგებზე.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ აღინიშნა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობა.

ასევე, ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს