დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარობის კანდიდატად დარეგისტრირდა

დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდუბე-ჩუღურეთში დამოუკიდებელ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში უშეღავათო ბრძოლა იქნება.

„მოვაგროვე დიდუბე-ჩუღურეთის ერთიანი ამომრჩევლის საერთო სიის შემადგენლობის 1%-ის ხელმოწერები, რომლის საფუძველზეც დავრეგისტრირდი როგორც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი.

ვფიქრობ, საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის ოლქში იქნება უშეღავათო ბრძოლა, სადაც სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად მონაწილეობას იღებს რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი.

იმედი მაქვს, სახალხო მხარდაჭერის. უპარტიო დეპუტატობის კანდიდატისთვის ძალიან დიდია იმის შესაძლებლობა, რომ პროპორციულ სიაში მხარდაჭერა მოიპოვოს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ნიშაა ეროვნულ-კონსერვატიული ნიშა, ჩემი კონკურენტი არ არის რომელიმე ერთი კანდიდატი. ჩემი ყველა ფორმალური კონკურენტი წარმოადგენს ერთ ლიბერალურ სისტემას და აქედან გამომდინარე, ეს ნიშა არის მხოლოდ ჩემ მიერ წარმოდგენილი.

მე იმედი მაქვს, ყველა კონსერვატული და ეროვნული იდეის მატარებელი ძალის მხრიდან ვიქნები მხარდაჭერილი. შესაბამისად, ჩემი კონკურენტი ამ არჩევნებზე იქნება ნეოლიბერალური და ლიბერალური სისტემის წარმომადგენელ ძალთა ერთობა, სახელისუფლებო და მასთან დაკავშირებული ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა