მარიამ ქვრივიშვილმა და ზურაბ პოლოლიკაშვილმა UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს ძველ თბილისში უმასპინძლეს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილე უცხოელმა სტუმრებმა თბილისის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მათ მეგზურობა გაუწიეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

”გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიების მასპინძლად საქართველოს დასახელება, ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და ცნობადობის გაზრდას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, თუ როგორ შეიძლება საქართველოში ვუმასპინძლოთ ასეთ მნიშვნელოვან დელეგაციას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მათივე ინფორამციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. UNWTO - ის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პანელიც გაიმართება, რაც დაეხმარება საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას, გააცნოს საკუთარი ბიზნეს-ხედვები და პროექტები პოტენციურ პარტნიორებს. „თბილისში საბჭოს 112-ე სხდომის მსვლელობისას, დაცული იქნება ყველა საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და წარმატებით მოქმედებს საქართველოში. ღონისძიების მონაწილეებმა, საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე 72 სთ-ის ვალიდურობის PCR ტესტი ჩაიტარეს და საზღვარზე წარმოადგინეს დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ჩატარდება“,- ნათქვამია ინფორამციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს