საბერძნეთის პრემიერი - საბერძნეთი მზად არის თურქეთთან დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები

საბერძნეთი მზად არის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად თურქეთთან დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები, თუკი თურქეთი კრიზისიდან დისტანცირებას განაგრძობს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

„ურთიერთპატივისცემა და ნდობა არის კეთილმეზობლური ურთიერთობების ძირითადი პირობები. რამდენჯერმე ვთქვი, რომ პროვოკაციების დასრულება ნიშნავს მოლაპარაკებების დაწყებას. ასე რომ, თუ გვაქვს ხელშესახები მტკიცებულება და ასე გაგრძელდება, ჩვენ მზად ვართ დაუყოვნებლად დავიწყოთ, მე ხაზს ვუსვამ- დაუყოვნებლივ დავიწყოთ, საცდელი მოლაპარაკებები“, -აღნიშნა საბერძნეთის პრემიერმა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ათენში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

მიცოტაკისის თქმით, თურქეთს ევროკავშირის სამიტამდე და მის შემდეგაც, ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებში შექმნილი კრიზისებიდან გამოსასვლელად ნაბიჯების გადადგმა განაგრძოს, საბერძნეთი კი ყოველთვის ღიაა დიალოგისთვის.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს თურქების სეისმური კვლევითი ხომალდი Oruc Reis პორტში დაბრუნდა, თუმცა თურქეთი აცხადებს, რომ რეგულარული ტექნიკური შემოწმების შემდეგ ის საქმიანობას განაახლებს. თურქეთის ხელისუფლებაში ისიც აღნიშნეს, რომ ხომალდი შეიძლება პორტში კიდევ დიდხანს დარჩეს, რათა კრიზისის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობა გაჩნდეს.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები 24-25 სექტემბერს სპეციალურ სამიტს გამართავენ, სადაც კვიპროსსა და თურქეთს შორის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ენერგორესურსებთან დაკავშირებით არსებული კრიზისის დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა