საბერძნეთის პოლიციამ მიგრანტთა ბანაკში გაჩენილი ხანძრის საქმის გამოძიების ფარგლებში 5 უცხოელი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ კუნძულ ლესბოსზე მდებარე უდიდეს ბანაკ „მორიაში“ გაჩენილი ხანძრის საქმის გამოძების ფარგლებში 5 მიგრანტი დააკავა, კიდევ ერთს კი ეძებენ. ამის შესახებ საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა განაცხადა.

„მორიას“ ბანაკში ხანძრის გაჩენაში მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. ისინი არიან 5 ახალგაზრდა უცხოელი. ჩვენ კიდევ ერთ მათგანს ვეძებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს ბანაკის იმ მცხოვრებლებმა, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ საკარანტინე ზომებს ეწინააღმდეგებოდნენ.

შეგახსენებთ, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა უდიდესი ბანაკი „მორია“ რამდენიმე დღის წინ დაიწვა, რის შედეგადაც 12 000-ზე მეტი ლტოლვილი თავშესაფრის გარეშე დარჩა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო