ადვოკატი - შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა და სასამართლო შეთანხმებულად აკეთებს ყველაფერს, რომ არ დადგინდეს სიმართლე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, წინასასამართლო სხდომა ბრალდებულების პროტესტის გამო გადაიდო.

მისი განმარტებით, ბრალდებულების პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, კერძოდ კი დაცვის მხარის დასაკითხთა სიიდან მოწმეების ამორიცხვამ და გარკვეული მტკიცებებულებების დაუშვებლად ცნობამ.

„გადაიდო სასამართლო პროცესი, ანუ წინასასამართლო სხდომა ჯერ დასრულებული არ არის. გადაიდო იმის გამო, რომ ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა. პროტესტი გამოიწვია სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ, კერძოდ დაცვის მხარის დასაკითხთა სიიდან მოწმეების ყოვლად უსაფუძვლოდ ამორიცხვამ და გარკვეული მტკიცებებულებების დაუშვებლად ცნობამ. მთელი ეს პროცესი არის უკანონო უსაფუძვლო და ზოგადად ეს იყო ბრალდებულების პროტესტი ამ კონკრეტულ ქმედებაზე, თუმცა ზოგადად მთელი ეს პროცესი ცხადია უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს ბრალდებულებში, როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უდანაშაულო ადამიანებს ედავებიან და ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებენ.

მთელი ეს პროცესი და დღევანდელი სხდომაც ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რეალურად ამ საქმეზე პროკურატურა და სასამართლო შეთანხმებულად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ საქმეზე არ დადგინდეს სიმართლე და ჭეშმარიტება. არ ახორციელებენ რეალურ მართლმსაჯულებას“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, ბრალდებულებს არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, სურთ თუ არა, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

„143-ე მუხლის მესამე ნაწილი და 109-ე მუხლი ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას, თუმცა ეს არის ბრალდებულების არჩევანი. ჯერ არ დგას ეს საკითხი, დღეს ამ საკითხამდე არც მისულა სასამართლო. შემდგომ სხდომებზე სასამართლო განუმარტავს ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა დებულებებს და ბრალდებულები გააკეთებენ არჩევანს. ამჟამად არ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია“, - განაცხადა შოთა კახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო