ნინო ლომჯარია - არსებული ფორმით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება ვერ დააკმაყოფილებს და არ იქნება შესაბამისობაში ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან

დღეს არსებული ფორმით კანონპროექტის მიღება ვერ დააკმაყოფილებს და არ იქნება შესაბამისობაში ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან ,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ელოდება, რომ კანონპროექტის არსებულ ვერსიაში, განხილვის პროცესში ცვლილებები შევა.

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოგეხსენებათ არის შეუსრულებელი. ეს ორგანიზაციები ითხოვდნენ მოსამართლეობის კანდიდატთა ფარული კენჭისყრის პროცედურის გაუქმებას, ასევე მათი რეკომენდაცია იყო, რომ კანდიდატთა შესახებ გადაწყვეტილებები ყოფილიყო დასაბუთებული და კანდიდატებს ჰქონოდათ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების საშუალება.

მოგეხსენებათ, პარლამენტში უკვე არის ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ვერ პასუხობს ამ რეკომენდაციებს, ამიტომ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ თუ რა უნდა ჩაიწეროს კანონში, ველოდებით, რომ იქნება ეს საკითხები განხილული, რაზეც ვისაუბრეთ და ველოდებით, რომ განხილვის პროცესში დაინიცირებულ პროექტში შევა ცვლილებები.

არსებული პროექტი არ ითვალისწინებს ფარული კენჭისყრის გაუქმებას და ინდივიდუალური კანდიდატების მიმართ გადაწყვეტილებების დასაბუთებას. არის გასაჩივრების მექანიზმი შემოტანილი, თუმცა გარკვეულ გაუმჯობესებას საჭიროებს. ასევე, დასაბუთების ნაწილში, ჩვენ არ ვეთანხმებით, რომ არსებული ფორმით და იმ ჩანაწერით, რა ცვლილებითაც შემოდის კანონპროექტი, ეს წარმოადგენს დასაბუთებას მიღებული გადაწყვეტილების, ამიტომ უნდა შეიცვალოს ფორმულირება და მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ კანდიდატების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები და დაწერილი ქულები უნდა დასაბუთდეს ინდივიდუალურად", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე შეხვედრა გამართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განმარტებით, თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დაინიცირებული კანონპროექტი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მმართველი გუნდი ამისთვის მზად არის.

ცნობისათვის, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ივლისში დარეგისტრირდა. ახლა პროექტის ინიციატორები მის დაჩქარებულ განხილვას ითხოვენ.

პროექტის გათვალისწინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი განახორციელებს. გარდა დასაბუთების სტანდარტისა, ასევე შესაძლებელი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება. თუმცა, თავად ეს პროცესი განსხვავებით რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა განწესების შემთხვევისა, როდესაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იუსტიციის საბჭო იღებს, უფრო შემჭიდროვებული ვადის ფარგლებში განხორციელდება.„საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის“ ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო