მაიკ პომპეო - დღეს, ავღანეთში „ალ-ქაიდას“ 200-ზე ნაკლები მებრძოლია დარჩენილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ავღანეთში ამ დროისთვის „ალ-ქაიდას“ დაჯგუფების 200-ზე ნაკლები მებრძოლია დარჩენილი.

„20 წლის განმავლობაში პირველად, ავღანელები ერთად დასხდნენ და დაიწყეს იმის გამორკვევა, თუ როგორი შეიძლება იყოს შერიგებული, მშვიდობიანი ავღანეთი. ჩვენ არ გვაქვს ილუზიები იმის შესახებ, თუ ვისთან გვაქვს მოლაპარაკებები, ვინ არიან ეს მხარეები, რამდენად რთულია ეს პროცესი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ეს არის აღიარება იმ რეალობისა, რასაც ამერიკამ მიაღწია: დღეს, ავღანეთში 200-ზე ნაკლები „ალ-ქაიდაა“ დარჩენილი. ახლა ჩვენ იმ გამოსავალზე ვმუშაობთ, რაც დანაკარგებს შეამცირებს“, - განაცხადა პომპეომ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ვიდეო-ჩართვისას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს