ნინო ლომჯარია - ბათუმში, ხანდაზმულთა პანსიონატში 5 პირის დაინფიცირება ძალიან საგანგაშო იყო, რაც მიანიშნებს, რომ მსგავს თავშესაფრებში უსაფრთხოების საკითხებს სათანადო ყურადღება არ ექცევა

თავშესაფრები ვერ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების იმ ზომებს, რაც საჭიროა, რომ გატარდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში 5 პირის დაინფიცირების ფაქტის კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან მთავრობას მსგავსი ტიპის დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომების კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდა.

"კოვიდთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროპულ გამოცდილებასაც თუ შევხედავთ, ძალიან სავალალო შედეგები დადგა ევროპაში იმის გამო, რომ ვირუსმა შეაღწია ისეთ ადგილებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ამიტომ ძალიან საგანგაშო იყო ბათუმში, 5 პირის დაინფიცირება ხანდაზმულთა პანსიონში. ეს მიანიშნებს, რომ მსგავს თავშესაფრებში სათანადოდ არ არის ყურადღება მიქცეული უსაფრთხოების საკითხებს.

სახალხო დამცველი პერიოდულად, რეგულარულად ახორციელებს შშმ პირთა პანსიონების, თავშესაფრების, დახურული ტიპის დაწესებულებების, ფსიქიატრიულების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მონიტორინგს და შემიძლია გითხრათ, რომ პანსიონები, თავშესაფრები ვერ აკმაყოფილებენ ჩვენი მოსაზრებით, უსაფრთხოების იმ ზომებს, რაც საჭიროა, რომ გატარდეს, მით უმეტეს, დაინფიცირებული პირების რაოდენობა იზრდება. ამიტომ მე მოვუწოდებ მთავრობას, შესაბამის სააგენტოებს და თვითმმართველობებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, რომ მოხდეს ყველა იმ წესის და უსაფრთხოების ზომის გამკაცრება, რომ არ მოხდეს კოვიდის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის დაინფიცირება", - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, ბათუმში, მოხუცთა პანსიონატში კორონავირუსი 5 ბენეფიციარს და 1 თანამშრომელს დაუდასტურდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს