მამუკა ხაზარაძე - სამედიცინო ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია არ გაკეთებულა და ქვეყანა არ მომზადებულა „მეორე ტალღისთვის“, რომელსაც თურმე, ახლა შევეჯახეთ

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პანდემიას თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს.

მისი თქმით, ამ თვეების განმავლობაში ქვეყანა არ მომზადებულა, მათ შორის არც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ამის შესახებ ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

„ ეს იყო ჩვენი „ნოუჰაუ“, გამოვკეტეთ საქართველო და მაქსიმუმ 35 შემთხვევა გვაქვს დღეში, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ტესტირება არის აუცილებელი და მასიური ტესტირება ტარდება და ბუნებრივია, პროპორციულად იზრდება რაოდენობა, ამიტომ ამ ნაწილში მე საკმაოდ დიდი კითხვები მაქვს- რატომ არ მოხდა იმ დროს ტესტირების გაკეთება და რატომ არ მოვემზადეთ. ვერ ჩამოიტანეს ტესტები, ვერ გაუკეთეს მენეჯმენტი, რაც ჩამოიტანეს გაფუჭებული იყო, მერე აგვისტო და ივლისი პრაქტიკულად არანაირი ზომა არ მიიღეს. ყველამ იცოდა, რომ შიდა ტურიზმი ძირითადად ბათუმისკენ იყო მიმართული, არ უნდა ამას დიდი გამოძიება თუ რა ხალხმრავალი ღონისძიებები ტარდებოდა იქ. არანაირი საფუძველი არ ჩაყარეს იმისთვის, რომ რამენაირად ეკონომიკურად მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ, არანაირი ინვესტიცია სამედიცინო ინფრასტრუქტურაში არ გაკეთებულა და არ მომზადებულა ქვეყანა, თუნდაც იმ მეორე ტალღისთვის, რომელსაც ახლა თურმე ჩვენ შევეჯახეთ. ეს არის უპასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ ამაში დიდი კავშირია, რომ მათ უნდათ ეს პანდემიის თემა გამოიყენონ თავის სასარგებლოდ. ფაქტია, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ ისწავლა მართვა, ჩაკეტვიდან ვერაფერი დასკვნა ვერ გამოიტანა და პრაქტიკულად ახლა ვართ იმ სიტუაციაში, რომ სახელმწიფო მოუმზადებელია ინფრასტრუქტურულად, ეკონომიკურად, ჩვენი ბიუჯეტი შედგება თითქმის 60%-მდე ვალით და ბიზნესები გაჩერებულია- ეს არის რეალობა,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს