ელენე ხოშტარიას განცხადებით, საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნუცუბიძის პლატოებთან დაკავშირება, შეუძლებელია

ვაკე-საბურთალოს რაიონის "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საღამოს საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ნუცუბიძის პლატოებთან დაკავშირება შეუძლებელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ევროპული საქართველოდან" აცნობეს, ელენე ხოშტარიამ აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი ნუცუბიძის პლატოს მაცხოვრებლებთან ერთად ჩაატარა.

ხოშტარიას თქმით, რამდენიმე თვეა გაუქმდა ტრანსპორტი, რომელიც უბანს ქალაქის სხვადასხვა ნაწილებთან აკავშირებდა. დანიშნული ავტობუსი საკმარისი არის.

„ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ 9:00 საათის შემდეგ ცენტრალური უბნებიდან ნუცუბიძის პლატოზე ტრანსპორტით ვერ მიდიან.

ელენე ხოშტარიამ თბილისის მერიას მიმართა, დაინტერესდნენ ადგილობრივების პრობლემებით და მაქსიმალურად სწრაფად მოაგვარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა“,- ნათქვამია ინფორამციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა