მამუკა ხაზარაძე - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 60%, რომელსაც NDI-ის კვლევის მიხედვით, გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია. აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა 360 გრადუსში განაცხადა.

„ის ფაქტი, რომ გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის გამოკვლევა და 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას, ეს იმას მიანიშნებს, რომ 60 პროცენტის უმრავლესობა არის ოპოზიციურად განწყობილი - როცა ურეკავენ და ადამიანს ეშინია, რადგან ეუბნებიან: გაგაგდებ სამსახურიდან, თუ შენ არ დააფიქსირებ რომ „ოცნების“ მხარდამჭერი ხარ, მოგიხსნი სოციალურ დახმარებას, ამ ადამიანს პასუხი აქვს, რომ ჯერ არ გადამიწყვეტია, ეს რას ნიშნავს?“- აცხადებს ხაზარაძე.

მან საკუთარი პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეიტინგი ორნიშნა რიცხვს შეადგენს.

„უპრეცენდენტო ზრდა გვაქვს, ჩვენი გამოკვლევით ვართ ორნიშნა რიცხვზე და ვნახავთ ამას ცოტა ხანში, არც ერთ პარტიას საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია ამდენი რეგისტრირებული პარტიის წევრი და რეგისტრირებული მხარდამჭერი. 80 000 ადამიანია ასეთი, მე არ ვლაპარაკობ ამომრჩევლებზე, წინა კვირას ეს რიცხვი იყო 70 000, მე მოვალ ერთ კვირაში და გეტყვით რამდენი იქნება. ჩვენ რა თქმა უნდა ვაკეთებთ შიდა კვლევებს,“- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისათვის, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88 პროცენტი არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა, მათგან 59 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს