მამუკა ხაზარაძე - სააკაშვილისა და ივანიშვილის მთავრობას გამორიცხულია, კოალიცია გავუკეთოთ

მიშა სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობას გამორიცხულია, კოალიცია გავუკეთოთ , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "პალიტრანიუსის" გაცადემაშიში "360 გრადუსი" განაცხადა.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკურად განსხვავებული ხედვა არ ნიშნავს, რომ პროფესიონალ და გამოცდილ ადამიანებს არ დაელაპარაკო.

„ჩვენ ვამბობდით, რომ დავაკომპლექტებთ მთავრობას. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია, ზოგი დამოუკიდებელი დეპუტატია, ძალიან საინტერესო ადამიანები შედიან ამა თუ იმ პარტიაში. ვამბობდით, რომ მიშა სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობას ჩვენ გამორიცხულია, რომ კოალიცია გავუკეთოთ. ვფიქრობთ, რომ მათ გარეშე გავაკეთებთ კოალიციას.

ჩვენ ახლა ორი ამოცანა გვაქვს გადასაწყვეტი, კონსოლიდირებაა საჭირო, უნდა შევთანხმდეთ. ძალიან ბევრ პოლიტიკურ პარტიას,მაგალითად „ოცნებას“ დღეს შეუერთდა ვიღაც, „ნაციონალურ მოძრაობას“- გუშინწინ და არის პროფესიონალი, ჩვენ ამოცანა გვაქვს, რომ იდეის გარშემო ჩამოვაყალიბოთ, შევთანხმდეთ. კოალიცია სწორედ ამაზე მეტყველებს, მაგალითად, თქვენ, რაც არ უნდა ჩემი ოპონენტი იყოთ, საბოლოოდ რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, რადგან ქვეყანა, ამომრჩეველი გვაიძულებს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს. თუ ჩვენ გვაქვს ორივეს ცოდნა და პროფესიონალიზმი უნდა ჩავიკეტოთ კაბინეტში და არ გამოვიდეთ, ვიდრე არ მოვილაპარაკებთ, არ არის საუკეთესო გზა.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ კოალიცია შევქმნათ. შესაბამისად, მოვიწვიოთ პარტიული ან არაპარტიული ადამიანები, რომლებიც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან. მაგალითად, სიტყვაზე ვამბობ, რომან გოცირიძე არის თუ არა პროფესიონალი?- ძალიან სერიოზული პროფესიონალია, ამავე დროს არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ვთქვათ, ზურაბ ჭიაბერაშვილი არის თუ არა პროფესიონალი? ხომ არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს არ დაელაპარაკო, თუ ის არის ძლიერი და მისი გამოცდილება არ გამოიყენო.

ამავე დროს, არის უამრავი ადამიანი პოლიტიკის გარეთ, ემიგრაციაში, პროფესიონალი, ახალგაზრდა, გამოცდილებით სავსე“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო