მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია - ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებით აშშ-მ მსოფლიო სავაჭრო წესები დაარღვია

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაკისრებით აშშ-მ მსოფლიო სავაჭრო წესები დაარღვია.

Reuters-ის ინფორმაციით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამი ექსპერტისგან შემდგარმა ჯგუფმა დაადგინა, რომ აშშ-მ სავაჭრო წესები დაარღვია, ვინაიდან ტარიფები მხოლოდ ჩინეთზე ვრცელდება და იმ მაქსიმალურ მაჩვენებლებს აღემატება, რაზეც შეერთებული შტატები იყო შეთანხმებული. გარდა ამისა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი სათანადოდ ვერ ახსნა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების წარმომადგენელი რობერტ ლაითჰაიზერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ჩინეთის მავნე ტექნოლოგიური პრაქტიკის შესაჩერებლად არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს.

„ეს ანგარიში ადასტურებს იმას, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ოთხი წლის განმავლობაში ამბობს: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია სრულიად არაადეკვატურია ჩინეთის მავნე ტექნოლოგიური პრაქტიკის შესაჩერებლად”, - აღნიშნა რობერტ ლაითჰაიზერმა.

ჩინეთის კომერციის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ პეკინი მხარს უჭერს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და პატივს სცემს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებსა და გადაწყვეტილებებს. უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ ვაშინგტონიც იგივეს გააკეთებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ჩინეთს ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში ადანაშაულებდა, 200 მილიარდი ღირებულების ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 2 წლის წინ დააწესა.

დიმიტრი შველიძე - ორიენტაციული არჩევნები გვაქვს, ან გაიმარჯვებენ მედასავლეთეები, ან პროჩრდილოელები, ან მედროიფეები
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2020
კარლ ჰარცელი - სოფლად ორჯერ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ეს საკითხი მეტ ყურადღებას საჭიროებს  - ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში სოფლის განვითარებას
"სილქნეტი" მომხმარებელს 29 სექტემბერს მობილურ ქსელში დაფიქსირებული შეფერხების შესახებ ინფორმაციას აწვდის და შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის
"სილქნეტი" კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს