იოშიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

იოშიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. BBC-ის ინფორმაციით, ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალ ლიდერად დაასახელეს, დღეს კი სუგას კანდიდატურას ხმა პარლამენტში უყარეს.

უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრი მინისტრთა ახალ კაბინეტს დაასახელებს, რის შემდეგაც იაპონიის იმპერატორი მას საიმპერატორო სასახლეში საზეიმო შეხვედრას მოუწყობს.

იოშიჰიდე სუგას არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა. ბოლო რამდენიმე წელი ის მთავრობის კაბინეტის მდივნის ფუნქციას ასრულდებდა, რაც პრემიერ-მინისტრის შემდეგ იაპონიაში ყველაზე მაღალი თანამდებობაა. შეგახსენებთ, გასულ თვეს, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ გადადგომის შესახებ განაცხადა. პოსტის დატოვების მიზეზად აბემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

იხილეთ ვიდეო:იოშიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინსიტრად აირჩიეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო