დავით ჭიჭინაძე - ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის - თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც

ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის! თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც! - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავს და „ბანკირები მილიარდს შოულობდნენ.“

„თუ ვირუსი მომაკვდინებელია, სასტუმრო უშველის?! ავადმყოფი არის ავადმყოფი და მას მკურნალობა სჭირდება და არა, დალოდება. მაგრამ ვიღაცებს მოეწონათ, როგორც ჩანს, ფულის კეთება და უსიმპტომოების თავისსავე სასტუმროებში გადაყვანა დაიწყეს.

როგორ შეიძლება ხელისუფლების გადაწყვეტილებით ხალხის ერთი კატეგორია ყველაფერს კარგავდეს და ბანკირები მილიარდს შოულობდნენ?! ახლა კი, როდესაც პროცენტების სუბსიდირებაზე საუბრობენ, ეს ყველაფერი ხომ საბანკო სფეროსთვისაა მოწყობილი და არა ადამიანებისთვის

ის, რომ ვირუსი არსებობს, მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ, თუ ვირუსია მას სიმპტომიც აქვს, როგორც სხვა ვირუსებს. ამათ კი, ექიმები კომერსანტებად აქციეს, საავადმყოფოები მარტო მომსახურების სფეროდ და არა ინფრასტრუქტურის ნაწილად; განათლების სფეროც ბოლომდე დაანგრიეს და ფსიქოზამდე მიიყვანეს ბავშვები. მცირე სასტუმროების, კაფე-ბარების, რესტორნების მეპატრონეებს კი აუბედურებენ, არავის აინტერესებს ვინ აუნაზღაურებს ამ ადამიანებს ამხელა დანაკარგს.

21 მარტს მხოლოდ მე ვითხოვდი, ეკონომიკა არ ჩაეკეტათ და ახლაც ვამბობ, რომ დღეს, როდესაც ქვეყანა ჩაკეტილია, როდესაც ტურისტული სეზონი ჩავარდნილი, ეს ადამიანები საბანკო პროცენტებისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდნენ! არც ეკუთვნით იურიდიულად, იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ფორს-მაჟორი და დაკეტილი მცირე ბიზნესი პროცენტებს ვერ გადაიხდის! თუ ზარალობს ხალხი, უნდა იზარალოს ბანკმაც!“ - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს