საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შს სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები ეწვივნენ

საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალური დირექტორი მარია გამეს გამესი, ესპანეთის პოლიციის ატაშე თურქეთში - ანტონიო დობლასი და სამოქალაქო გვარდიის კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსი ხოსე ანტონიო მეიადო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, სტუმრები დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, ასევე, დაათვალიერეს: დნმ ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის სხვა და სხვა ლაბორატორიები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა