განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებისა და ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით დოდიაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, სკოლის დირექტორის გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი სკოლის შენობის რეაბილიტაციის საკითხებში მისი აქტიურობა გახდა.

„თბილისის მე-10 საჯარო სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში, რის გამოც ჩვენ მრავალჯერ მივმართეთ განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, თუმცა ბოლო 3 წელია ვიღებთ უარყოფით პასუხს. ჩვენი მთელი კონტინგენტი 1300 ბავშვი გადასულია წერეთელზე, 22-ე სკოლაში, რაც დიდ დისკომფორტს გვიქმნის, როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი გაურკვეველ ვითარებაში მოხსნეს თანამდებობიდან და ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს სკოლის დირექტორის აღდგენა, მინიმუმ იმ დრომდე, სანამ სკოლის შენობის საკითხი არ იქნება მოგვარებული. მისი გადაყენების მიზეზზე გადაჭრით ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დირექტორის გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი სკოლის რეაბილიტაციის საკითხებზე მისი აქტიურობა გახდა",-განაცხადა დავით დოდიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს