ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში სამიზნეები დაბობმა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ისრაელის სამხედრო ავიაციამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორზე 10-მდე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვება ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაფორმებისას მოხდა.

„არ მიკვირს, რომ პალესტინელმა ტერორისტებმა ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი სწორედ ამ ისტორიული ცერემონიის დროს გახსნეს. მათ მშვიდობის უკან დახევა სურთ, თუმცა ამას ვერ მიაღწევენ,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს