ვლადიმერ პუტინი იოშიჰიდე სუგას - მზად ვართ, ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე კონსტრუქციული ურთიერთობისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იოშიჰიდე სუგას პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევას ულოცავს და იაპონიასთან ორმხრივ და საერთაშორისო აქტუალურ საკითხებზე კონსტრუქციული ურთიერთობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

”მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე კონსტრუქციული ურთიერთობისთვის. ეს, უდავოდ, შეესაბამება რუსეთის და იაპონიის ხალხის ინტერესებს და ხელს შეუწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას აზია- წყნარი ოკეანის რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში“- აღნიშნულია ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილში.

შეგახსენებთ, იოშიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრად დღეს აირჩიეს. მისმა წინამორბედმა შინზო აბემ თანამდებობა გასულ თვეს დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს