კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა.

როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ახალი შემთხვევებიდან 29 თბილისში დადასტურდა.

„დაგვემატა 196 შემთხვევა და გვაქვს 2758 დადასტურებული შემთხვევა. 196-დან აჭარა-ბათუმში არის - 144, ქობულეთში - 1 შემთხვევა, თბილისში - 29 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთი-ქუთაისი არის - 7 შემთხვევა, საჩხერე -1, შიდა ქართლი-გორი - 4 შემთხვევა, ქვემო-ქართლი-გარდაბანი - 3, გურია-ოზურგეთი - 4 , ზემო სვანეთი-სამეგრელო-ზუგდიდი - 2, ფოთი - 1, მცხეთა- 1 შემთხვევა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო:საქართველოს რომელ ქალაქში დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა