გურამ მაჭარაშვილი - თუ პირი პარლამენტის წევრი გახდება, მას ვალდებულება ექნება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარადგინოს

ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულება, არა დეპუტატობის კანდიდატს, არამედ პირს, მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში ექნება. შესაბამისი ცვლილება "საარჩევნო კოდექსში" შედის. კანონპროექტის პირველი მოსმენა დღეს გაიმართა.

როგორც საკითხის მომხსენებელმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ცვლილების შეტანა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახდა აუცილებელი.

"ის კანდიდატები, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ დეპუტატობის კანდიდატებად, დღევანდელი კანონმდებლობით, ვალდებულები არიან რომ წარმოადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები. ჩვენი გათვლებით ასეთი იქნება 9 ათასამდე ადამიანი, რომელსაც ექნება ვალდებულება, რომ წარმოადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. ჩვენ კონსულტაციები გვქონდა შესაბამის დაწესებულებებთან, ასევე პარტიებთან და გვაქვს ასეთი შემოთავაზება, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შევიტანოთ ცვლილება და კანდიდატები გავათავისუფლოთ იმ ვალდებულებისგან, რასაც ჰქვია ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. იმ შემთვევაში, თუ პირი გახდება პარლამენტის წევრი, მას ბუნებრივია, ექნება ეს ვალდებულება რომ წარმოადგინოს ასეთი ტიპის ცნობა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომიტეტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით ერთხმად მხარი დაუჭირა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა