ნათია თურნავა - ოპოზიცია ხედავს, რომ მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ჩვენ მათ ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ

ოპოზიცია ხედავს, რომ მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ჩვენ მათ ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც IDFI -ის კვლევით ირკვევა, რომ საჯარო უწყებებში შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმების ანაზღაურება იზრდება, რაზეც ოპოზიცია ფიქრობს, რომ ისინი ე.წ. პარტაქტივისტები არიან.

ნათია თურნავას თქმით, ოპოზიცია ხელოვნური თემების გამოგონებით არის დაკავებული.

„რაც შეეხება ზოგადად დასაქმებას, შრომის ანაზღაურებას, სახელმწიფო აპარატს ჩვენ ბოლო წლებში მივაღწიეთ იმას, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მიხედვით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ვართ მსოფლიოში. ამ მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოში, რეალურად, მე-2 ვართ, რაც გაცილებით უფრო უარესი იყო 2012 წლამდე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, IDFI-ის კვლევის თანახმად, სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად საშუალოდ 12%-ით იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო