კახა კალაძის განცხადებით, შემუშავებულია განრიგი, რომ საკვების გატანის დროს საბავშვო ბაღებში რიგები არ იყოს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რადგან საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, მშობლებს შეუძლიათ კონკრეტულ ბაღებში მივიდნენ და მათი შვილისთვის განკუთვნილი ორი კვირის რაციონის საკვები პროდუქტები სახლში წაიღონ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე განმარტავს, რომ შემუშავებულია კონკრეტული განრიგი იმისთვის, რომ საკვების გატანის დროს საბავშვო ბაღებში რიგები არ იყოს.

„დაახლოებით 3000 ბავშვზეა საუბარი, სადაც მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ორი კვირის განმავლობაში მიაკითხონ კონკრეტულ ბაღებს და ის რაციონი, რაც ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ მათ პატარებს, შეეძლებათ სახლში წაიღონ და სახლში მოუმზადონ აღნიშნული საკვები პროდუქტებით კერძები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ანალოგიური პროექტი მერიამ მარტში წარმატებით განახორციელა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული