იაპონიის პრემიერმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა

იაპონიის ახალმა პრემიერმა იოშიჰიდე სუგამ მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს მთავრობიდან მინისტრების დაახლოებით ნახევარმა თანამდებობები შეინარჩუნა.

„როიტერსი“ წერს, რომ თანამდებობაზე რჩებიან ფინანსთა მინისტრი ტარო ასო და საგარეო საქმეთა მოტეგი ტოშიმიცუ. ახლად დანიშნულ მინისტრებს შორის კი თავდაცვის მინისტრი ნობუო კიშია, რომელიც შინზო აბეს უმცროსი ძმაა.

მთავრობის კაბინეტის ახალი უფროსი კი კაცუნობუ კატო გახდა.

შეგახსენებთ, იოშიჰიდე სუგა იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრად დღეს აირჩიეს. მისმა წინამორბედმა შინზო აბემ თანამდებობა გასულ თვეს დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა