თბილისის მერიამ კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროექტის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების განვითარების ხელშეწყობაა. მისივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია 18 სექტემბრამდე შეუძლიათ.

თბილსიის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა კონკურსის „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპი გამოაცხადა. აქაც გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი მეწარმეობის შემდეგი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება. კონკურსის მიზანი გახლავთ დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ასევე სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზება მოხდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ თანადაფინანსების შესაძლებლობა, პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის - ტექნიკა, ინვენტარის მოწყობილობის შეძენაც არის შესაძლებელი. 18 სექტემბრამდე გაქვთ შესაძლებლობა გააკეთოთ განაცხადი და აქაც გექნებათ მხარდაჭერა“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო