„ლელომ” ისნის რაიონის მოსახლეობას მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გეგმა გააცნო

„ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა ევროპის მოედნის ამფითეატრში ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ, რომლებსაც „ლელოს” „მარშალის ახალი გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციისთვის" გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერებმა ისნის მცხოვრებლებთან ერთად ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. მათ შორის, ახალგაზრდობის პრობლემებსა და მრავალშვილიანი ოჯახების ყოველდღიურობაზე იმსჯელეს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მრავალშვილიანი დედებისა და ოჯახების საკითხს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„მე თვითონ მრავალშვილიანი ვარ, 5 შვილი მყავს, მაგრამ მრავალშვილიანი დედების თემას რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს ცალსახაა. ვიცი, როგორ არსებობენ ისინი, როგორ მუშაობენ და ცხოვრობენ. სოციალიზაციას, აზრების გაზიარებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას აქვს დიდი ეფექტი. მრავალშვილიანმა მშობლებმა არ უნდა იგრძნონ და არ უნდა უთხრან, თუ რად უნდოდათ ამდენი შვილი, თუ მათი რჩენა არ შეეძლოთ, ეს მენტალობა უნდა შეიცვალოს,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის კი “ლელოს” თავმჯდომარემ პარტიის მიერ მათთვის შეთავაზებულ პროგრამაზე ისაუბრა.

„უნდა დავეხმაროთ და გავაძლიეროთ ახალგაზრდები, პირველი სამსახურით, რაც სახელმწიფოს და კერძო სექტორის მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ მთავარი მიზანი იქნება, ის რომ ახალგაზრდა ოჯახებს დავეხმაროთ, რათა შეძლონ ბინის შეძენა.

იქირავე და გახდი მესაკუთრე, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ახალ დაოჯახებულები შეძლებენ ბინის შეძენას. ჩვენ შემოვიღებთ ბარათ 25-ს, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს უზარმაზარ შეღავათებს, მაგალითად ტრანსპორტში, რათა გადაადგილდნენ უფასოდ. ჩემს დროს იყო სტუდენტური ბილეთი, რომელიც გაძლევდა ფასდაკლებას. უნდა იყოს სპეციალური ფასდაკლება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ჩვენ უნდა მივმართოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და კულტურული განვითარებისკენ. ანალოგიური ბარათები დამზადდება არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მათი ბებიისთვის და ბაბუებისთვის - ბარათი 65+, რითაც შეეძლებათ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე ისნის მოსახლეობას სიტყვით მათმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ მიმართა. გალდავამ იმ უიმედობაზე, სიღარიბესა და გაჭირვებაზე ილაპარაკა, რომლის წინაშეც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილია.

„უიმედობა, სიღარიბე, ბავშვთა შიმშილი, ოკუპანტის მიმართ მავნებლური და დანაშაულებრივი პოლიტიკა. ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც მზად არის, ხელში აიღოს ქვეყნის მმართველობა და შექმნას ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქე იქნება დაცული და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო. ,,ლელო” დადებს თავისი გამარჯვების „ლელოს,”- განაცხადა ლანა გალდავამ.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)