„ევროპულმა საქართველომ“, „ნაცმოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ოპოზიციური პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მათი განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, უამრავი რეფორმის განხორციელებას.

„რამდენიმე მსხვილ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელს ვაწერთ მარლმსაჯულების რეფორმაზე შეთანხმებას. ამ შეთანხმებას დასჭირდა ბევრი დრო, რამდენიმე თვე დაგვჭირდა რომ გვესაუბრა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან. სხვები შეიძლება ხელს არ აწერენ, მაგრამ პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან იმ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია ამ შეთანხმებაში. კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეთანხმება ეკონომიკურ რეფორმებზე და განათლებაზე, რომელიც მაღალი ალბათობით, მალე იქნება,“ - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებებია - შინაგან საქმეთა სამინისტრო: 1) პოლიციის დეცენტრალიზაცია და შს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება; 2) თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს; 3) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

პროკურატურა: 1) ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას; 2) პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება; 3) ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

სუს-ი: 1) სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება; 2) დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)