ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ

მთავრობის სხდომაზე თბილისის ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმას დაამტკიცებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ აღნიშნა, რომ ამ ტიპის დოკუმენტის დამტკიცება პირველად ხდება.

„თბილისის ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცება მოხდება დღეს მთავრობის სხდომაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ლანდშაფტის განვითარების გეგმა წარმოადგენს ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურისა და კოლექციების სივრცითი განვითარების კონცეპტუალურ დოკუმენტს. ლანდშაფტის გეგმა ეფუძნება ბაღის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პრინციპებს და ამავდროულად, ბოტანიკურ ბაღს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ახალ თანამედროვე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს. ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ დამტკიცებულა და პირველად ხდება ამ ტიპის დოკუმენტის დამტკიცება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს