სერგი კაპანაძის განცხადებით, სამთავრობო ხარჯები უნდა შემცირდეს  და აღნიშნული თანხა ხალხს მოხმარდეს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, რადიკალურად უნდა შემცირდეს სამთავრობო ხარჯები და აღნიშნული თანხა ხალხს უნდა მოხმარდეს.

მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებში ბოლო წლების განმავლობაში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება საშუალოდ 12%-ით იზრდება.

„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გასაჯაროვდა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იფლანგება და იხარჯება ჩვენი ფული საჯარო უწყებებში. ამ კვლევის შედეგები არის შემაშფოთებელი და ეხება სწორედ იმას, რაზეც „ევროპული საქართველო“ წლების განმავლობაში საუბრობს, რომ აუცილებელია რადიკალურად შემცირდეს სამთავრობო ხარჯები და ეს ფული დარჩეს ეკონომიკაში და მოხმარდეს ხალხს. როგორც აღმოჩნდა წლიდან წლამდე ბოლო წლების განმავლობაში საშუალოდ 12%-ით იზრდება შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება სახელმწიფო უწყებებში, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნებამ“ ნაცვლად იმისა, რომ ფული დაზოგოს და გადასახადებიდან აკრეფილი ფული მოახმაროს ხალხს, ახმარს ამ ფულს ბიუროკრატიას და როგორც ვიცით თავის პარტიულ აქტივს. უფრო მეტიც მარტო წელს, კორონას პირობებშიც კი გასულ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხარჯები მათ გაზარდეს 20 მილიონით ანუ შტატგარეშე თანამშრომლებზე, რომლების აყვანილი არიან სამსახურში ყველანაირი კონკურსის და ღია კრიტერიუმების გარეშე. ეს ადამიანები როგორც წესი, მინისტრის მრჩევლები არიან და მათი ანაზღაურება არის ხოლმე 2800 ლარიდან 6000 ლარამდე. ბოლო წლების განმავლობაში თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაიხარჯა, გაიფლანგა და გადაიყარა აი ამ კუთხით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ ცვლილებების გეგმის მიხედვით, მას მერე რაც „ქართული ოცნება“ დამარცხდებ,ა აღნიშნული ბიუროკრატიული ხარჯები შეიკვეცება და ეს თანხა დარჩება ხალხს და გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა