დიმიტრი შაშკინი მთავრობას - სად და ვის ჯიბეში წავიდა ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხეთ?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, გაუგებარია, სად წავიდა ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც ხელისუფლების განცხადებით, მათ საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხეს. ის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს და აცხადებს, რომ საზოგადოება კითხვებზე პასუხს ვერ იღებს.

„სად წავიდა, ვის ჯიბეში ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც 15 აპრილს გამოაცხადა გახარიამ, რომ საერთაშორისო ბანკებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ისესხეთ? რა გაკეთდა იმისთვის, რომ სკოლებში სწავლის დაწყებისთვის პირობები ყოფილიყო და ჩვენ ბავშვებს ყველას ჰქონდეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა? თუ ჩინოვნიკების მეუღლეები, დაბადების დღეებს იხდიან, რატომ ხურავთ ბარებს და ანადგურებთ მცირე ბიზნესს, ქართველებს ორკვირიან კარანტინში სვამთ და რუსეთიდან, თქვენივე სტატისტიკით, შემოუშვით 56 ათასი რუსეთის მოქალაქე კარანტინის გარეშე. რატომ არ შეიძლება 50 - კაციანი ქორწილის გადახდა, როდესაც მოპარული ხეების სანახავად ატარებთ ავტობუსებით ხალხს, აყენებთ უზარმაზარ რიგებში თქვენივე დაწესებული ყველა ნორმის დარღვევით. ეს არის კითხვები, რომელსაც ქართველი ხალხი სვამს და რომელზე პასუხებს, სამწუხაროდ, მთავრობისგან ვერ იღებს“,-განაცხადა შაშკინმა.

იხილეთ ვიდეო:დიმიტრი შაშკინი ინტერესდება თუ სად წავიდა ის 10 მილიარდი ლარი, რომელიც საერთაშორისო ბანკებიდან მთავრობამ ისესხა

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება