გიგი უგულავა - ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია და თუ გარდამტეხი ცვლილებები არ მოხდა, სიტუაცია ვერ შეიცვლება

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გიგი უგულავამ შეხვედრა სოფელ ცაცხვში, ურთაში, ცაიშსა და ჯიხაშკარში გამართა.

უგულავას თქმით, მან დადო ხელშეკრულება ხალხთან, რომლის მიხედვითაც „ევროპული საქართველო“ იღებს ვალდებულებას სხვადასხვა რეფორმის შესრულებაზე. როგორც უგულავამ აღნიშნა, ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ კრიზისს გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რომელიც მისი თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდება.

„იმისათვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ პანდემიით მანიპულირების საშუალება, რისი ნიშნებიც აშკარაა, რადგან თეთრ ხალათს ამოეფარა მთავრობა და თავისი პრობლემები, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა, ცდილობენ ამით გადაფარონ, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას, ამავდროულად კამპანიის დროს, მაქსიმალურად ხდება პრევენცია პანდემიისგან. ვერიდებით დიდ შეხვედრებს, ვიცავთ ყველა რეკომენდაციას და „ევროპული საქართველოს“ ღია ავტობუსით, კარდაკარ ვსტუმრობთ ადგილობრივებს.

დღეს, უმძიმესი ეკონიმიკური კრიზისია ქვეყანაში და თუ არ მოხდა გარდამტეხი ცვლილებები, ვერ შეიცვლება სიტუაცია. ამრიგად, ჩვენ, „ევროპული საქართველო“, ხალხთან ვდებთ ხელშეკრულებას და ამით ვიღებთ ვალდებულებას სხვადასხვა რეფორმის განხორციელებაზე. ამ ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ პარტიის ლიდერები და მეორე მხარეს, ხელს აწერს პიროვნება, ვისთანაც ვდებთ ხელშეკრულებას. ერთი ნაწილი რჩება ჩვენთან, ხოლო მეორე ამ პირთან. გადასახადებისა და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ქალაქებისთვის რეალური თვითმმართველობის მინიჭება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემა, სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების შემოღება, პოლიციის უფროსების ადგილზე არჩევა, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაორმაგება, ეს იმ პუნქტების ჩამონათვალია, რისი შესრულების ვალდებულებასაც იღებს „ევროპული საქართველო“. სწორედ ამგვარად შეგვიძლია დავეხმაროთ ეკონომიკას, რომ ამოვიდეს უმძიმესი კრიზისიდან და სწორედ ასე შეიძლება გარდამტეხი ცვლილებების მოხდენა.

ჩვენ ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ ადგილობრივებთან შეხვედრა, ვიცავთ დისტანციას, შორიდან ვესალმებით ადგილობრივებს, რათა მოხდეს პრევენცია. თუმცა, საგულისხმოა, რომ ხელისუფლება ნამდვილად იყენებს ამ პანდემიას. ჩვენ შეიძლება არ ვართ ეპიდემიოლოგები, თუმცა ჯანსაღი აზრი გვაქვს და ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამას პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა