სერგი კაპანაძე - კვლევები აჩვენებს, რომ ხალხში ცვლილებების მოლოდინია

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის შეფასებით, „ედისონ რისერჩის“ კვლევაში ჩანს, რომ ხელისუფლების მხარდაჭერამ იკლო და ოპოზიციური ძალების რეიტინგი გაიზარდა, მათ შორის „ევროპული საქართველოს“.

მისი თქმით, როგორც აღნიშნულ, ასევე სხვა კვლევებში ჩანს, რომ ხალხს გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი აქვს.

„ამ კვლევაში ჩანს რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, პირველი ის, რომ შემცირდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და გაიზარდა ოპოზიციური ძალების რეიტინგი, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერამაც ერთი პუნქტით აიწია ზევით. მეორე რაც ჩანს, არის ის, რომ განწყობა მთავრობის მიმართ არის ძალიან ნეგატიური და 60%-მდეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და რომლებიც ამბობენ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში არ უნდა იყოს „ქართული ოცნება“ და უნდა იყონ სხვა პოლიტიკური ძალები. მაჟორიტარული ოლქების ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ისეთ ოლქებში, სადაც შეთანხმებული კანდიდატები არიან, მათ აქვთ ძალიან კარგი შანსი, დაამარცხონ „ქართული ოცნება“. საბოლოოდ, ეს კვლევა, ისევე როგორც სხვა კვლევები, აჩვენებს, რომ ხალხში არის ცვლილებების მოლოდინი და ამ ადამიანებს, რომელთაც აქვთ მოლოდინი, ამბობენ, რომ არჩევნებზე მიდიან, შესაბამისად, ძალიან დიდი აქტივობა იქნება, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოიტანა ამ ქვეყნისათვის, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასრულდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა