აფხაზეთის მთავრობამ ონლაინ კონკურსში „ენგურს იქით სანაპირო“ მონაწილე ჟურნალისტები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით სასტუმრო „მუზაში“ონლაინ კონკურსის ,,ენგურს იქით სანაპირო“ გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

როგორც აფხაზეთის მთავრობაში აცხადებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორებს ფულადი ვაუჩერები და სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, სპეციალური სახელობითი ჯილდოები გადაეცათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე და განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აღნიშნული თემის ინტენსიურად გაშუქებაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტში მონაწილე ჟურნალისტები იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ დააჯილდოვა.

ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ონლაინ კონკურსის ,,ენგურს იქით სანაპირო“ ფარგლებში გაიმართა.

პროექტის მიზანია, ჟურნალისტების ჩართულობით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებაში ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესების ხელშეწყობა, სამშვიდობო და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების განვითარება.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს