ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 არასრულწლოვნიდან ყველაზე პატარა ერთი წლის და ორი თვისაა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 არასრულწლოვანი მკურნალობს. როგორც კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"დღეს საავადმყოფოში 38 კოვიდდადასტურებული პაციენტი გვყავს, აქედან 9 არასრულწლოვანია, ყველაზე პატარა ერთი წლის და ორი თვისაა. ყველა არასრულწლოვანი მშობელთან ერთად იმყოფება საავადმყოფოში. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობითაა და დამაკმაყოფილებელია.

12 პაციენტი გვყავს პნევმონიით. დღეს ორი პაციენტი გადაგვყავს საკარანტინე სივრცეში.

კლინიკა მუშაობს სრული დატვირთვით. თავისუფალი ადგილები არ გვაქვს“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ციური აბულაძემ.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)