ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრაზე იმსჯელა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი კენჭისყრის დღისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შესამუშავებელ რეკომენდაციებზე მსჯელობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-დან აცნობეს.

მათი ცნობით, 15 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს დადგენილების პროექტი, რომელშიც ასახულია რეგულაციები არჩევნების დღისთვის.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, დადგენილების პროექტში უკვე გათვალისწინებულია სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები.

„შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტი სრულყოფის მიზნით კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ სამუშაო ჯგუფის წევრებს. სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ საარჩევნო კოდექსის (199-ე მუხლის მე-5 პუნქტი) საფუძველზე, დადგენილებით უნდა განსაზღვროს კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში დასაცავი სანიტარულ-ჰიგიენურ წესები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა