გია ვოლსკი - მთავარი კვლევის ადგილი არის საარჩევნო ყუთი და იქ გადავწყვეტთ ყველაფერს

მთავარი კვლევის ადგილი არის საარჩევნო ყუთი და იქ გადავწყვეტთ ყველაფერს,- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი Edison Research-ის კვლევას.

როგორც ვოლსკიმ პარტიების რეიტინგებზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, აღნიშნული კვლევა გარკვეულწილად პოლიტიკურად არის განპირობებული.

„Edison Research-ის კვლევები, ისევე, როგორც „გორბის" კვლევები და სხვა კვლევები ერთობლივად უნდა განვიხილოთ და მივხვდებით, რომ ის აცდენები, რომელიც არსებობს Edison Research-ის კვლევაში გარკვეულწილად პოლიტიკურად არის განპირობებული. მითქვამს და გავიმეორებ, რომ მთავარი კვლევის ადგილი არის საარჩევნო ყუთი და იქ გადავწყვეტთ ყველაფერს",- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ამავე კვლევაში აღნიშნულს, რომ ქვეყანა, გამოკითხულთა 57%-ის აზრით, არასწორი მიმართულებით ვითარდება, ვოლსკი ამას არ ეთანხმება.

„სწორ და არასწორ განვითარებას ზოგი სოციალურ პროექტებს უკავშირებს, უმუშევრობის მდგომარეობას, სოციალურ პრობლემებს უკავშირებს, რომელიც რეალურად გაგვაჩნია. თუნდაც იმ გარემოს, რომელიც შექმნილია ამ მძიმე ავადმყოფობის გამო. რასაკვირველია, ეს ემოციური განწყობები არ შეიძლება აისახოს ზედმიწევნით იმ პროცენტში, რომელსაც აჩვენებს პოლიტიკურად ანგაჟირებული ზოგიერთი კვლევითი ორგანიზაცია.

ძალიან ემოციაზე აგებული შეკითხვაა. მე პირადად ვფიქრობ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. თუნდაც იმ გაგებით, რომ მსოფლიო, გლობალური დაპირისპირების და სერიოზული კრიზისების პირობებში საქართველომ განვითარების ტემპი შეინარჩუნა, სამშვიდობოს გასვლის პერსპექტივა გაუჩნდა ქვეყანას. აქედან გამომდინარე სწორი მიმართულებით ქვეყნის განვითარება ამ კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ - 38%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 15% ; „ევროპული საქართველო“ - 6%. გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 3% ; „ლელო“ - 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „გირჩი“ - 3%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 1%; დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%.

23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას.

იხილეთ ვიდეო:გია ვოლსკის განცხადებით, მთავარი კვლევის ადგილი არის საარჩევნო ყუთი და იქ გადაწყდება ყველაფერი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო