გია ვოლსკი - ოპოზიცია ხშირად აწყობს განცხადებების და ხელმოწერების ე.წ. ივენთებს, თითქოს ხელისუფლების სათავეში უკვე მოსული არიან, ეს მათი “ტრიუკია”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას ეხმაურება და მას პროპაგანდისტულ “ფანდსა და ტრიუკს” უწოდებს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, “ეს ადამიანები საკუთარი პარტიული ორგანიზაციების და საკუთარი სუბიექტების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ”.

“ვიღაცამ ირონიულად თქვა, რად უნდათ მემორანდუმები, სიტყვა თქვან და ეს ხომ ის ხალხია, რომ არასდროს არ დაარღვევენ სიტყვას და ფურცელზე ხელმოწერა რა საჭიროაო?! ეს გარკვეულწილად ხუმრობაა. მაგრამ რეალობა არის ის, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი პარტიული ორგანიზაციების და საკუთარი სუბიექტების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, ხშირად აწყობენ ხან ხელის მოწერის, ხან განცხადებების ე.წ.ივენთებს, თითქოს ხელისუფლების სათავეში უკვე მოსულები არიან. რასაკვირველია, ეს “ტრიუკია” , პროპაგანდისტული ფანდია და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკმაოდ მკაფიო სურათი აქვს წინ. არ მგონია, რომ ვინმე შეაცდინონ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მათი განმარტებით, შეთანხმება გულისხმობს „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით, უამრავი რეფორმის განხორციელებას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს