ანტონიო გუტიერესი - ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში, გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების აღმოსაჩენის საშუალებას

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომის გახსნის ღონისძიებაში ის ვიდეომიმართვით ჩაერთო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

„მივესალმები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს და საქართველოს მთავრობას. ტურიზმი არის ძალა მთელ მსოფლიოში, გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების აღმოსაჩენის საშუალებას“, - აღნიშნა ანტონიო გუტიერესმა.

ამასთან, როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მიმდინარე ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის.

„იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს, 15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ეს კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო