მსახიობ გიორგი გურგულიას მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობ გიორგი გურგულიას მეუღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც მსახიობის ადვოკატმა გიორგი ბეგიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, გიორგი გურგულია თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმეზე არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

„თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან ერთად მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით 4000 ლარი შეუფარდა“, - განაცხადა გიორგი ბეგიაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)