ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში ირაკლი შოთაძის სახელზე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე 11 შუამდგომლობა შეიტანა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში ირაკლი შოთაძის სახელზე, ბაჩალიაშვილის საქმის 11 შუამდგომლობა შეიტანა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ამ შუამდგომლობაში შეტანილია ყველა ის კითხვა, რომელიც ოჯახს საგამოძიებო უწყებასთან აქვს.

„ჩვენ დღეს 11 შუამდგომლობა შევიტანეთ უწყებაში. ეს მთლიანად ეხება ყველა იმ კითხვას, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ეს პირადად ირაკლი შოთაძის სახელზეა შეტანილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ირაკლი შოთაძესთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, გარკვეულ შეთანხმებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ამ შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების შედეგად პირადად ოჯახის წევრებს უნდათ შოთაძისგან მიიღონ გარკვეული პასუხები. ეს ეხება როგორც სატელიტის ფოტოებს, ასევე ფედერალური ბიუროს ჩართვას, ლეპტოპისა და მობილური ტელეფონის გადაგზავნას იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ნამდვილად არ ვენდობით ექსპერტებს და ამავდროულად ვითხოვთ უცხოელი ექსპერტების ჩართულობას მიმდინარე ექსპერტიზებში. ამასთან, ჩვენ გვინდა, რომ დაუყოვნებლივ დაიკითხოს ჟურნალისტი ელისო კილაძე, რადგან მან განაცხადა, რომ კიდევ აქვს დამატებითი ინფორმაციები",-განაცხადა რამიშვილმა.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)