ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლთან დაკავშირებით პოზიციას სავალუტო ფონდიც იზიარებს.

„სავალუტო ფონდის მისიასთან მქონდა მოკლე შეხვედრა, შუალედური შეხვედრა იყო ეს. საბოლოოდ შევჯერდით და მათ აქვთ მოლოდინი რომ ეკონომიკა წელს 5% -ით შემცირდება და შემდეგი წლის მაჩვენებლიც ასევე იქნება +5%. ეკონომიკის აღდგენის ტენდენციები პრაქტიკულად ყველა სექტორში ჩანს, ტურიმზის გარდა. ჩვენ ვხედავთ როგორც მშენებლობაში, ასევე სხვა სექტორებში, სოფლის მეურნეობაში, პრაქტიკულად, ძველ ნიშნულს უბრუნდება დინამიკა და ზრდის პროცესი. მიგვაჩნია, რომ ის ფისკალური პოლიტიკა, რაც მიმდინარეობს და ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მიმდინარეობს, ეს ტემპი არ უნდა დავაგდოთ. პირიქით, 2021 წლისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რათა აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. მომდევნო რამდენიმე წელი კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, თუმცა მიგვაჩნია, რომ 2023 წლიდან უნდა დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს, რაც არის სამ პროცენტზე ქვევით მაჩვენებელი. ეს არის ჩვენი ბუნებრივი, უსაფრთხო და ორგანული მაჩვენებელი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო