ფინანსთა მინისტრი - ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება

წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და საჭიროების შემთხვევაში ამ საქმეში ეროვნული ბანკი ჩაერთვება.

,,დღეს გააკეთა განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და გამოთქვა მზაობა, რომ ამისთვის გამოყოფილია რეზერვები და თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა. დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ინფლაცია მცირდებოდა, ჩვენ წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას , რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია