ეკა ბესელია - თუ ვინმემ აიხდინა ოცნებები, კლანმა აიხდინა

უნიკალური შანსი, რაც გვქონდა ყველას ერთად, რომ ამ ქვეყანას ჰქონოდა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, გაშვებულია ხელიდან,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე როგორც მის ალტერნატიულ კანონპროექტს, ასევე მმართველი გუნდის წევრების მიერ ინიცირებულ ცვლილებების პროექტს კენჭი უნდა უყარონ.

როგორც ბესელია აღნიშნავს, პოზიტიური დასკვნები, რასაც ქვეყანა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში იღებდა, შემოტრიალდა, რადგან „მართლმსაჯულების გზაზე გამოუსწორებელი შეცდომები იყო დაშვებული“.

„ამან ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მთელ გუნდს, ამაზე დიდი ზიანი 2018 წლის შემდეგ არცერთ სხვა გადაწყვეტილებაზე არ მიგიღიათ. ეს არ არის მხოლოდ პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ ქვეყანას მიადგა დიდი ზიანი. გულდასაწყვეტი ის არის, რომ დინამიკა რაც ჰქონდა ქვეყანას 2013, 2014, 2015, 2016 წლებში, როდესაც კარგ დასკვნებს ვიღებდით, რომ ქვეყნას რეფორმის გზაზე სწორი ხედვა ჰქონდა, პირველ რიგში, ეს იყო მართლმსაჯულების გზაზე გადადგმული ნაბიჯები, რადგან ამით იზომება საბოლოოდ, როგორია სხვა რეფორმები, ეს ყველაფერი უკან შემოტრიალდა და საზიანო დასკვნები მათ შორის 2 დღის წინ ქვეყანამ მიიღო, იმიტომ, რომ გამოუსწორებელი შეცდომა იყო დაშვებული მართლმსაჯულების გზაზე. არ მოაგვარებს ეს ცვლილება პრობლემას და არ დამთავრდება ეს კრიტიკა იმით, რომ მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. არ ვიცი რა ღირდა იმად, რამხელა ზიანიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტმაც და მთლიანად ქვეყანამ კლანთან გარიგებით. იმ კლანთან გარიგებით, რომელაც თავისი სურვილები აიხდინა და სხვათა შორის, თუ ვინმემ აიხდინა ოცნებები, იმ კლანმა აიხდინა“,- განაცხადა ბესელიამ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები აზღვევს „კლანის გავლენას იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე“.

„ცვლილებები, რაც წარმოვადგინე, აზღვევს იმას, რომ კლანს არ ჰქოდნეს გავლენა იუსტიციის საბჭოზე, რომ პარლამენტმა მიიღოს გამართული და გრძელი სია კანდიდატებისა, რომ თქვენ იუსტიციის საბჭოს წევრების, კლანის ნათესავები, მაზლები და ქვისლები კი არ აირჩიოთ მოსამართლეებად, არამედ პარლამენტმა შეარჩიოს რამდენიმე კანდიდატთაგან საუკეთესო. ეს არის ერთი პრინციპი. მეორე ის არის, რომ არამოსამართლე წევრებს ჰქონდეთ მეტი გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მესამე ის არის, რომ ინტერესთა კონფლიქტი დააზღვიოთ, რადგან მართლა არ შეიძლება მოსამართლეებმა აირჩიონ საკუთარი ოჯახის წევრები და მათ მისცენ ხმა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე“,- განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის,„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების როგორც შერჩევის, ასევე კანდიდატთა არჩევის წესს საკანონმდებლო ორგანოში. ამავე დოკუმენტით განსაზღვრულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესიც

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა