ლევან დავითაშვილი რთველზე - გარკვეული პოლიტიკური ძალების ქმედებები უპასუხისმგებლოა, პოლიტიკური პოპულიზმი, სამწუხაროდ, მდარე პოპულიზმია

„შევედით რთველის აქტიურ ფაზაში, დღე-ღამის განმავლობაში გადამუშავება დაახლოებით 10 ათას ტონას აღემატება“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული.

„რთველი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. შევედით აქტიურ ფაზაში, როდესაც დღე-ღამური გადამუშავება დაახლოებით 10 ათას ტონას აღემატება. ამ მომენტისთვის 60 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ინდუსტრიულად გადამუშავებულია კახეთის რეგიონში. ახლა უნდა დაიწყოს იმ კონკრეტულ ადგილწარმოშობის დასახელების ზონებში ყურძნის კრეფა და ჩაბარება, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია, ეს არის გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტი. თუმცა, ამავე დროს, მინდა გამოვეხმაურო გარკვეული პოლიტიკური ძალების ქმედებებს, რომელიც უპასუხისმგებლოა. ამაზე არაერთი განცხადება მქონდა, პოლიტიკური პოპულიზმი, სამწუხაროდ, არის საკმაოდ მდარე პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს. მხოლოდ ხელს უშლის პროცესის სწორად და ლოგიკურად წამართვას, ჩვენი ფერმერების, მოსახლეობის ინტერესებს არ პასუხობს. პირიქით, აზიანებს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ფერმერების და მევენახეების ინტერესები დაცული იქნება.

„ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება ფასებს, არის პირდაპირი სუბსიდირება რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის, რომელიც დაახლოებით 30 თეთრით განისაზღვრა 1 კილოგრამ ყურძენზე, ასევე დაისვა პირობა, რომ მინიმუმი ფასი, რომელსაც კომპანიები გადაიხდიან სუბსიდირების კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, ეს იქნებოდა 80 თეთრი. ეს არის ის საფასო ნიშნული, რაც ჩვენი ფერმერების, მევენახეების ინტერესების დაცვას პასუხობს. ამ შემთხვევაში, ისინი მოგებით შეძლებენ თავისი ნაშრომის რეალიზებას“,-განაცხადა დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო