საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ნიქოზის განაპირას, უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, უკანონო ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებენ. ე.წ. მესაზღვრეები საფორთიფიკაციო ნაგებობების ბოძებს იმ ღობიდან 10-15 მეტრის დაშორებით ამონტაჟებენ, რომელიც ნიქოზის განაპირას რამდენიმე წლის წინ აღმართეს.

„ამ მონაკვეთზე, სოფლის პერიმეტრზე, მწვანე ლითონის ღობე რამდენიმე წლის წინ აღმართეს, ახლა კი, უკვე რამდენიმე დღეა, ამ ღობის იქით, 10-15 მეტრის დაშორებით, პარალელურად ამონტაჟებენ ბოძებს და ამ ბოძებზე - მავთულხლართს. ბუნებრივია, ადგილობრივ მოსახლოებასთან კომუნიკაციაში არ შემოდიან და შესაბამისად, მხოლოდ ჩვენივე ვერსიებზე შეგვიძლია მსჯელობა, თუ რატომ ამონტაჟებენ ორმაგ ღობეს. ნიქოზის მოსაზღვრედ, ოსურ მოსახლეობას საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰყავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, შესაძლოა, მეორე ღობის მონტაჟი იმიტომ დაიწყეს, რომ თავიდან აიცილონ ე.წ. საზღვართან საქონლის გადაადგილება. მეორე ვერსიით - ამ მონაკვეთის კიდევ უფრო გამაგრება გადაწყვიტეს, თუმცა, მესამე ვერსიაც გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იქნება სწორი - იქნებ, ძველ ადგილზე დამონტაჟებული ღობე ახსნან და ე.წ. საზღვარი 10 მეტრის იქით, იმ ადგილზე გადასწიონ, სადაც ახლა ამონტაჟებენ მავთულხლართებს“, - აცხადებენ ნიქოზელები.

რასიმ მუსაბეკოვი  -  ის, რასაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული „ბარდაკი“ ჰქვია, უნდა დასრულდეს
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯანულ-სომხურ დაპირისპირებაში  თურქეთი ჩაერევა, ასეთ შემთხვევაში ამ პროცესში რუსეთიც ჩაერთვება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2020
გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით
წარმოების სრული ავტომატიზაცია - „გზაჯვარედინისა“ და BDO-ს პარტნიორობის წარმატებული ქეისი
ფინკა ბანკის მმართველ გუნდს ირაკლი ელაშვილი უხელმძღვანელებს
ჰიუნდაი ავტო საქართველო საშემოდგომო ფასდაკლებების აქციას იწყებს
"მადლიერების ჩიტი" ბატონ ჯემალ ჭკუასელს